თამარ ივერი

„ბელუქსის“ ძროხებივით დივანზე წამოწოლილნი ვერ იტანენ ქვეყანაში ვინმეს ღვაწლს“– თამარ ივერი

109
(განახლებულია 22:24 30.03.2020)
საოპერო მომღერალი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ნახეთ, რამ აღაშფოთა თამარ ივერი, რომელმაც ადამიანები „ბელუქსის“ ძროხებს შეადარა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მსოფლიოს საოპერო მუსიკის ცნობილი ქართველი ვარსკვლავი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ქართველ მედიკოსებს ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, თენგიზ ცერცვაძეს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს და ყველა იმ ადამიანს ექომაგება, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

„მავანნი, მაპატიეთ და „ბელუქსის“ ძროხებივით საკუთარ დივანზე წამოწოლილნი, ვერ ისვენებენ და ვერ იტანენ ქვეყანაში ვინმეს ღვაწლს, პოზიტიურ იმიჯს და ცდილობენ კვლავაც ინტრიგების ჩაგდებას, წყლის ამღვრევას, ისედაც დაბნეული, დასტრესილი ხალხის ფსიქიკაზე კიდევ ნეგატიურ გავლენას და ამ ადამიანების იმიჯის შელახვას, მათ მიმართ ლაქის და ტალახის ცხებას. შორს! თქვენი ბინძური საცეცები, ინტრიგანული განცხადებები, ამ ადამიანების ბინძურ პოლიტიკაში შეთრევის და ჩირქის ცხების მცდელობა!“ – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

ორი დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მას პოლიტიკაში რევენ და უმჯობესია გაჩუმდნენ, თორემ ალაპარაკდება. მისი ასეთი რეაქცია გამოიწვია ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილის კრიტიკამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით.

109
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1758)
პოლიცია

39 დღე კარანტინში: თეთრიწყაროში შეზღუდვები მოიხსნა

8
(განახლებულია 17:03 04.06.2020)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. 39–დღიანი შეზღუდვების შემდეგ, თეთრიწყაროში საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა, ყველა საკონტროლო–გამშვები პუნქტი გაუქმდა და მოქალაქეებს თავისუფალად გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, ნათქვამია მუნიციპალიტეტის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრიწყაროში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, 26 აპრილიდან კი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. 

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მუნიციპალიტეტში საკარანტინე რეჟიმის გაუქმება დააანონსა. მისი სიტყვებით, თეთრიწყაროში ეპიდსიტუაცია შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, რამდენადაც 22 მაისიდან რაიონში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 „ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული, განსაკუთრებით თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს გაწეული დაუღალავი შრომისთვის”, – განაცხადა განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში შვიდი ადამიანი, კარანტინში კი 36 პირი იმყოფება, სტაციონარში  მკურნალობს 5 პაციენტი, 17 886 პირს თერმოსკრინინგი, PCR- ტესტირება კი ჯამში 872 პირს ჩაუტარდა.

8
თემები:
COVID-19 საქართველოში
მშრალი ხიდი

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები და მთავრობის სტრატეგია

24
(განახლებულია 16:37 04.06.2020)
მთავრობის მხრიდან დახმარების ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალური გადასახადებისგან მოქალაქეების გათავისუფლება და  საბანკო სესხების გადავადება

 

თბილისი, 4 ივნისი  - Sputnik.  კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს ბევრი  ლოდინის დრო და შესაძლებლობა, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ–მინისტრის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიც გლობალური პრობლემაა, მთავრობამ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გააკეთოს თავისი საქმე.

 „ჩვენ კარგად გვესმის, რომ კრიზისიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უჭირთ.  ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

სწორედ ამიტომაც მთავრობის ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალურ გადასახადებზე დახმარება, საბანკო სესხების გადავადება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

 „ამან მოგვცა შესაძლებლობა მოგვეგო დრო, უკეთ გავრკვეულიყავით გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ ჩვენ გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და რომლითაც ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა პრემიერმა. 

გახარიამ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ვარიანტს მთავრობა განსახილველად მოქალაქეებს წარუდგენს.

 „ყოველთვის ვამბობდი, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია – ეს სხვა ისტორია, სხვა გეგმაა. იგი სხვა დონის მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები, ჩართული არიან ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის პროცესში“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ეს არის ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელზეც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერები, ასევე აუდიტორული კომპანია Deloitte–ის ნიუ–იორკის ოფისის ანალიტიკოსები. აღნიშნული გეგმა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს პოსტპანდემიურ ეკონომიკასა და გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური.


24
თემები:
საქართველოს ეკონომიკა