Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუცა ბუზალაძის გამაოგნებელი გამოსვლა რუსულ შოუში – ყველა ტიროდა, ტიროდა კონკურსანტიც

© Photo: Nutsa Buzaladze / FBნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 წლის მომღერალმა კარგად იცის, თუ როგორ გამოკვეთოს საკუთარი სილამაზე. ნუცა ბუზალაძე წელს სტუდენტი გახდა და ახლა სულ სხვაგვარად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა. ნახეთ ნუცას გამოსვლა.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მონაწილეობა მიიღო რუსული სიმღერების კონკურსის Ну-ка, все вместе! ფინალში და ჟიური თავისი ძლიერი შესრულებით აღაფრთოვანა, დარბაზი ჯერ „დაინგრა“, შემდეგ კი ყველა ტიროდა, ტიროდა კონკურსანტიც.

Ну-ка, все вместе! – რუსული სანახაობრივი ვოკალური შოუა, სადაც საუკეთესო შემსრულებლები, ყველა სტილისა და მიმართულების წარმომადგენლები წარმოაჩენენ საკუთარ მუსიკალურ ნიჭს. მონაწილეთა გამოსვლებს სტუდიაშივე ასამდე ადამიანი დაუყოვნებლივ აფასებს. ჟიურიში შედიან მომღერლები, კომპოზიტორები, პროდიუსერები, ქვეყნის საუკეთესო ვოკალური სასწავლებლების პედაგოგები და მუსიკალური ბლოგერები. ერთ-ერთი ცნობილი შემფასებელი მომღერალი სერგეი ლაზარევია.

View this post on Instagram

#stayhome #staysafe

A post shared by Nutsa Buzaladze🎶 (@nutsabuza) on

ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი თავიდანვე პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდიოდა. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნეს. მან მონაწილეობა მიიღო თურქულ Voice-ში, სადაც ჟიური აღფრთოვანებას ვერ მალავდა, უცხო ქვეყანაში ის ფინალში მაყურებლებმა გადაიყვანეს.

პოპულარული მომღერალი ხშირად მოგზაურობს. სულ რამდენიმე ხნის წინ ამერიკა მოიარა და ბავშვობის ნატვრა აისრულა. ჩამოსვლის შემდეგ ნუცა და მისი შეუდარებელი დედა მოსკოვში გაფრინდნენ. მოსკოვიდან საუცხოოდ გამოწყობილმა ნუცამ უახლესი სურათები გამოაქვეყნა.

ყველა ახალი ამბავი
0