საკლასო ოთახი

ოზურგეთში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

56
პროექტი, რომლის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება,  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს, კერძოდ, ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა.

პროექტი, რომლის ღირებულება 7 მლნ ლარს აღემატება,  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ასევე, სოფელ ბოხვაურში ხუთკილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს.

 

56
თემები:
საქართველოს რეგიონები (235)

როგორ კვებავენ თბილისის უფასო სასადილოებში - ვიდეო

0
თბილისის სოციალური სასადილოები მუშაობას ახალი წესებით განაგრძობენ - მხოლოდ გატანით ან ადგილზე მიტანით.  დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში

თბილისში სოციალური სასადილოები უკვე ათ წელზე მეტია ფუნქციონირებს. სამთავრობო პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის ყოველდღე ამზადებენ უფასო სადილს.

სამწუხაროდ, ბევრისთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა - ეს საკვების მიღების ერთადერთი გზა არის. ამიტომ სადილს რამდენიმე პორციად ყოფენ.

ყოველ ასეთ სასადილოში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იკვებება, ხოლო დედაქალაქში დაახლოებით 20 მსგავსი სასადილო პუნქტი ფუნქციონირებს.

პანდემიის დროს საკვების მიღება მხოლოდ გატანით ხდება. რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებისათვის სადილი მიაქვთ სახლში.

0
ადამიანები პირბადეებით

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  114 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 989  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები