Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთი-ორი არის სათრევი...“ – ნახეთ რატომ ემუქრება კესარია აბრამიძე მეზობლებს

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ტრანსგენდერი ქალი დიდი სკანდალებითა და ხმაურით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ შეყვარებულს დაშორდა. წინა თვის მიწურულს კი ახალ პარტნიორთან ერთად მილანში იმოგზაურა.

კორონავირუსმა, რომელიც საქართველოში 26 თებერვალს პირველად დაფიქსირდა, საზოგადოება ძალიან შეაშინა. მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს, დარჩნენ სახლში. ცნობილმა ტრანსგენდერმა კესარიამ კი ვირუსს დადებითი მხარეები უპოვა. ცოტა ხნის წინ კესარიამ „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა „ერთი-ორი სათრევია“.

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებთან მეგობრობს და მათ მაკიაჟის კეთებით ანებივრებს.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კესარია აბრამიძის გარეგნობაზე ბევრს და დაუსრულებლად საუბრობენ. კესარიამ საჯაროდ თქვა, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს. ბავშვობის სურათების მიხედვით, ფოტომოდელს სახეზე ცვლილებები მხოლოდ ესთეტიკური ცენტრის დახმარებით აქვს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ამის დასამტკიცებლად კესარია ტომოგრაფიის გადაღებაზეც კი დათანხმდა, რომლის შედეგებიც ტელეწამყვანმა ია ფარულავამ საზოგადოებას გააცნო.

ფარულავას თქმით, ქირურგის დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ ქირურგიული ჩარევა კესარიას სახის არეზე არ შეინიშნება, თუმცა მცირე ნაწიბურები შეინიშნება ქვედა ტუჩის და ღაწვების მიდამოებში. „ქვედა ტუჩზე ფილერი მაქვს. ასევე მაქვს ფილერი ღაწვებზე. ძალიან მიყვარს ფილერი“, – აღიარა კესარიამ. მისი თქმით, გაკეთებული აქვს ასევე საჯდომის კორექცია და მკერდიც.

ყველა ახალი ამბავი
0