Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვეუბნები, გამოიძახოს სასწრაფო, ზურას მაღალი სიცხე აქვს...“ – ნინი ქარსელაძე

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კორონავირუსის ათობით შემთხვევაა დაფიქსირებული, საზოგადოება ჯანმრთელობას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. ნახეთ, რას აცხადებს მომღერალი.

მომღერალი ნინი ქარსელაძე აცხადებს, რომ მომღერალ ზურა ხაჩიძეს, რომელიც მისი ოჯახის წევრია, მაღალი სიცხე აქვს. ამის შესახებ ნინიმ „ინსტაგრამის“ „ლაივში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მას სასწრაფოს გამოძახება ურჩია. უცნობია, რა სჭირს ზურას, რადგან დეტალებზე ნინის აღარ უსაუბრია. „ინსტაგრამზე“, თავის მხრივ, ზურა ხაჩიძემაც გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ „სთორიში“ თერმომეტრის ფოტო და დაწერა, რომ იმუნიტეტმა უმტყუნა.

View this post on Instagram

🙏❤️

A post shared by Zura Khachidze⭐️ (@zura_khachidze) on

ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძის დედის ხათუნა ჟორდანიას მეუღლეა. წყვილი წლებია ბედნიერად გრძნობს თავს, მათ საერთო გოგონა – ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

View this post on Instagram

წინასწარ გილოცავთ შობა-ახალ წელს დაესწარით მრავალს!გახარებული და ჯანმრთელები გამყოფოთ ღმერთმა,თქვენი ოჯახებით.მადლობა მხარში დგომისთვის და უფალს ვთხოვ,ეს სიტყვები და გვერდში დგომა ჩემს ხათუნაზე ასმაგათ გადაგიხადოთ! მჯერა 2020 წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება და მეტად გვეყვარება ერთმანეთი.ნუ დავხოცავთ ერთმანეთს განსხვავებული აზრისთვის,ვიყოთ კორექტულები და მეტად მოვეფეროთ ერთმანეთს,შეუნდოთ ერთმანეთს და გვიყვარდეს არამარტო სადღეგრძელოებში ჩვენი ქვეყანა არამედ გულით და სულით.ყველა ემიგრანტს მინდა განსაკუთრებით მივულოცო და ვუსურვო მალე საქართველოში დაბრუნება!მიყვარხართ თქვენი ზ.ხ.🇩🇪🤝🇬🇪

A post shared by Zura Khachidze⭐️ (@zura_khachidze) on

ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს.

ყველა ახალი ამბავი
0