გამყრელიძე: მერე მე დაგპატიჟებთ ყველას, ვიმხიარულოთ

გამოწერა
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამირან გამყრელიძე თვითონაც იქნებოდა თვითიზოლაციაში, მაგრამ ის ჯერ ქვეყანას სჭირდება.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ყველას ეპატიჟება სამხიარულო სუფრაზე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საფრთხე ჩაივლის, ახლა კი ყველას მოუწოდებს, წვეულებებისგან თავი შეიკავონ.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თვითიზოლაციის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს>>

როგორც გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან ინტერვიუში განაცხადა, ახლა დრო არ არის იმისთვის, რომ დიდი წვეულებები მოეწყოს სახლში, საჭიროა უსაფრთხოების ყველა რეკომენდაციის დაცვა და კრიტიკულ ფაზაში შესვლის შეძლებისდაგვარად გადავადება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი განიკურნა

„საშიშია, საფრთხილოა, თუ გვექნება დღეში 100, 200, 300 ახალი შემთხვევა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გავახანგრძლივოთ კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიის დროს თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს.

„ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული სოციალური დისტანციები – ლისის ტბაზე, კუს ტბაზე. ზოგი იკრიბება ერთად. არ არის ეს ერთი თვე საჭირო სახლში 10-20-კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი, რა სჯობია... მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წვიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია, სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ ახლა, თვე-ნახევარი, ორი თვე გავიჭირვოთ ყველამ, ვიყოთ იზოლირებულები, განსაკუთრებით, ჩემი ასაკის ადამიანები. მე არ შემიძლია ახლა იზოლაციაში ყოფნა, საჭირო ვარ ჯერ, თორემ წავიდოდი მეც, კარგი სასტუმროებია საკარანტინო, მაგრამ არ შემიძლია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 81–მდე გაიზარდა>>

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისათვის ინფიცირებულია 81 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4427, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 257 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა. 

ყველა ახალი ამბავი
0