ლაბორატორია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

139
(განახლებულია 13:51 27.03.2020)
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4427 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 257 პაციენტია.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4427 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 257 პაციენტია.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა. 

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის აკრძალული ან შეზღუდულია რიგი მოქმედებები. დეტალურად ინფორმაციას ამის შესახებ გაეცანით აქ

139
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)