ქუთაისში კარანტინიდან კლინიკაში გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Kirill Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ტესტი
კორონავირუსის ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაიყვანეს.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ქუთაისში საფრანგეთიდან ჩამოსულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ახალგაზრდა მამაკაცს გამოკვლევა ქუთაისის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, აღნიშნულ პირს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაიყვანეს.

ამ მომენტამდე არსებული მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-ს შეადგენდა. გამოჯანმრთელებულია 11 პაციენტი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 247.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ერთი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0