ნათია ფანჯიკიძე

„მირეკავდა და ბავშვთა სახლში ჩუმად ფულს მატანდა“ ნათია ფანჯიკიძე გურამ დოჩანაშვილზე

66
(განახლებულია 20:04 26.03.2020)
ქართველ მწერალს დღეს 81 წელი შეუსრულდა. სოციალურ ქსელში დოჩანაშვილის შესახებ ფსიქოლოგი აქამდე უცნობ ისტორიას აქვეყნებს.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს იუბილარია, მას 81 წელი შეუსრულდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მის შესახებ უცნობ ისტორიას აქვეყნებს.

„წლების წინ, ბევრად ღარიბი რომ იყო ჩვენი ქვეყანა, პერიოდულად მირეკავდა და შეთქმულივით ჩუმად მეუბნებოდა, გამომიარე, ფული მაქვსო და ბავშვთა სახლში დროებით დაბინავებული უმშვენიერესი და უჭკვიანესი ბავშვებისთვის მატანდა, რომ რამე საჭირო ნივთი, ან რამე გემრიელი მეყიდა მათთვის. ძალიან მიყვარს და მინდა დიდხანს იყოს ჩვენ გვერდით“, – წერს ფსიქოლოგი.

გურამ დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1939 წელს. მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები – „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვა.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

66
ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე: გადაწყვეტილი არაა, დასჭირდებათ თუ არა კოვიდგადატანილ პირებს ვაქცინა

15
კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეისყიდის, მოქალაქეებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. მისი ქვეყანაში შემოტანა მარტი-აპრილის თვეში იგეგმება.

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. სჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან რატიანი: ადამიანს, რომელიც ვირუსს გადაიტანს, სავარაუდოდ, ვაქცინა არ დასჭირდება>>

გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში ამჟამად ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ბევრი დამატებითი ინექციის მომხრეა, რადგან ეს ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს, თუმცა ზოგს ამის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს.

„არის ხალხი, ვინც ემხრობა იმ მიმართულებას, რომ ისინი (ვისაც გადატანილი აქვს COVID-19) არ უნდა აიცრან. უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ თუ გადატანილი გაქვს ვირუსი, დამატებითი ე.წ. ბუსტერის დოზა არაფერს დაგიშავებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ზოგმა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა და აქედან გამომდინარე, ძნელი გასარჩევია, ვინ გადაიტანა ვირუსი და ვინ არა და შესაბამისად, ვინ უნდა აიცრას და ვინ – არა.

როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას: ოპტიმისტური პროგნოზი>>

მან გაიხსენა წითელას ეპიდემია საქართველოში და აღნიშნა, რომ, როდესაც წითელას მასობრივი კამპანიები გვქონდა შარშან და შარშანწინ, ადამიანებს არ ვთხოვდით იმის ლაბორატორიულ დადასტურებას, ჰქონდა თუ არა დაავადება გადატანილი.

„დამატებითი ინექცია არაფერ ცუდს არ აკეთებს, პირიქით, იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტი–აპრილში იქნება ხელმისაწვდომი მას შემდეგ, რაც ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.

ასევე ცნობილია, რომ ვაქცინას საქართველოს მთავრობა შეისყიდის და ის ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

საქართველოს მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის გეგმის მომზადებისა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მუშაობს. კომისია ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.068-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 152.704-ს მიაღწია.

„დარწმუნებული ვარ“: კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 126.904 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.425.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

15
თემები:
COVID-19 საქართველოში
ზუგდიდი

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 408 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11
(განახლებულია 13:39 04.12.2020)
ბოლო დღე–ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 407 პაციენტი, ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 79 ადამიანი.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის 408 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი ციფრია, რაც კი დღემდე გამოვლენილა რეიონში 24 საათის განმავლობაში, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ახალი შემთხვევებიდან მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადის 156 კოვიდპაციენტი, მათ შორის 80–ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა; ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 12. „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 8. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს 14 პაციენტი, ხოლო აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში - 12.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 407, ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 79 ადამიანი.

სულ საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5 068 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 152 704-ს მიაღწია. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 1 959 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 126 904-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 38  ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 425 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

11
თემები:
COVID-19 საქართველოში