„იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილი...“ – ილია მეორე

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 77-ს მიაღწია, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც პატრიარქს მისი გამონათქვამების გამო აკრიტიკებენ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია

„დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ: ემიგრანტებო, დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო; სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო; სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო; ხელი ხშირად დაიბანეთო; იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო; ოჯახებისთვის მოიცალეთო; სცოდნია, თურმე, რასაც ამბობდა?!“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

მისი თქმით, პატრიარქი რამდენიმე თვის წინ იმასაც ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა, ვინც ამას შეისმენდა.

სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია

ჯაღმაიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ილოცოს და ღმერთს არ განეშოროს, საერთო პრობლემის წინაშე ერთმანეთის გაკიცხვას თავი დაანებონ და ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც უსურვონ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა სთხოვონ და გამოჯანმრთელება დაიწყონ სულიერი ვირუსების განკურნებით.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 77-ს მიაღწია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10.

ყველა ახალი ამბავი
0