ვენიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქეს ჩამოიყვანენ

© photo: Sputnik / Stringerკომპანია AirZena - Georgian Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავი
კომპანია AirZena - Georgian Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Georgian airways მთავრობასთან შეთანხმებით განაგრძობს სპეციალური რეისების შესრულებას და კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპაში ჩარჩენილი თანამემამულეები ჩამოჰყავს.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. 26 მარტს ვენიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქეს ჩამოიყვანენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სპეცრეისს ახორციელებს კომპანია Georgian airways. ამ რეისით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც 22 მარტის ბილეთები გაუუქმდათ.

უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალისტები რეკომენდაციებს  თბილისიდან გაუწევენ>>

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის სპეციალურ შემოწმებას და კარანტინში განთავსდება.

Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეები – დეტალური ინფორმაცია

შემდეგი რეისი 31 მარტს ამსტერდამიდან განხორციელდება.

„ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება მიღებული ჩვენი ბორტგამცილებლების, პილოტებისა და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მგზავრებს, რომლებსაც გაუუქმდათ რეისი 22 მარტს, საშუალება მიეცათ აეღოთ ბილეთები დარჩენილ ადგილებზე. ბილეთები გაიყიდა 199 ევროდ. მომავალი რეისების ბილეთებიც გაიყიდება 199 ევროდ“, – განაცხადა ავიაკომპანია Georgian airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

კორონავირუსის პანდემიისა და შეწყვეტილი ავიამიმოსვლის გამო საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ვეღარ მოახერხა სამშობლოში ჩამოსვლა. მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს.

ახალგაზრდა პირბადითა და ხელთათმანებით - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: სამშობლოში ეტაპობრივად საქართველოს ყველა მოქალაქე დაბრუნდება

დაინიშნა დამატებითი ჩარტერული რეისები, საიდანაც შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა სამშობლოში.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან დაკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. 21 მარტს მთავრობამ ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში – კარანტინი.

26 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

ყველა ახალი ამბავი
0