ადამიანები ლისის ტბაზე

კორონავირუსი და საქართველო: რამდენად უსაფრთხოა სეირნობა

111
(განახლებულია 13:56 26.03.2020)
ფეხით გასეირნება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ აჯობებს, თუ ისეთ ადგილებში ისეირნებთ, სადაც ბევრი ხალხი არაა.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. სუფთა ჰაერზე სეირნობა შეიძლება, მაგრამ არა ჯგუფურად, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 26 მარტისთვის>>

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლიდან გასვლისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი, სოციალურ ქსელებში იდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ლისისა და კუს ტბებზე ხალხი ჯგუფ–ჯგუფად სეირნობს.

„სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ საქართველოში რაც გვაქვს შემთხვევები, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე ყველას სთხოვს, მაქსიმალურად შეზღუდონ კონტაქტები თვითიზოლაციის პერიოდში, მათ შორის, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც, ახლობლებს შორისაც... მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრ-ნახევარი, დახურულ სივრცეში – მინიმუმ 2 მეტრი“, – აღნიშნა იმნაძემ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან დაკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. 21 მარტს მთავრობამ ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში – კარანტინი.

26 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

111
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 ივლისს

0
(განახლებულია 11:05 05.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის, ბოტანიკურის, ასათიანის, გუდიაშვილის, პუშკინის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, სანაპიროს, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ბადაგის, წითლანაძის, საბატონოს და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, აბულაძის, ირბახის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილ

ობრივ), მაიკოვსკის და ყიფიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ატენის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის და რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

42
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 192 პაციენტია.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 953-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 192 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

42
თემები:
COVID-19 საქართველოში