მაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი

„ნერვებს ამშვიდებს...“ ნახეთ რას ურჩევს მაკა ზამბახიძე საზოგადოებას

106
(განახლებულია 19:28 25.03.2020)
კორონავირუსისგან თავის დასაცავად სელებრითები სხვადასხვა გზას მიმართავენ. ნახეთ, რა გზა აირჩია მომღერალმა მაკა ზამბახიძემ.

კორონავირუსის გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ვირუსით საქართველოში უკვე მრავალი ადამიანია დაავადებული. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გაუქმდა ყველა მასობრივი ღონისძიება, შესაბამისად, მომღერლები სამსახურის გარეშე დარჩნენ. პოპულარული მომღერალი მაკა ზამბახიძე ქმართან ერთად დროებით დედოფლისწყაროში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი მეუღლის, სპორტსმენ მიხეილ ჩოხელის მშობლიური სახლია და იქ მისი ბებია ცხოვრობს. მაკამ სოფელში გადაღებული „სთორები“ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. ცოტა ხნის წინ მაკამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ პიტნისგან დამზადებული ჩაის ფოტო დადო და საზოგადოებას ურჩია, დალიონ, რადგან ნერვებს ამშვიდებს.

მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა გასაიდუმლოებული ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინ გაამჟღავნეს. ცნობილი მომღერალი მესამედ დაოჯახდა. მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მოგვიანებით ეს სასცენო წყვილი დაიშალა. დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ. ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლეც მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ ვის ჰგავს სალომე ნიჭით. ის მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტსაც წარმატებით ფლობს. ის კახა მამულაშვილის მიერ შექმნილ ბენდ „ნონ-სტოპში“ დედასთან ერთად მღერის.

მაკა ზამბახიძის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენია – 30 წლის ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი. მაკა ზამბახიძეზე 7 წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის გაბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. გარდა ამისა, მიხეილი მაკას მეგობრებთანაც ახლობლობს. ცოტა ხნის წინ წყვილმა ჯვარი დაიწერა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. წყვილმა ჯვარი თბილისში, ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა, ხოლო ქორწილი მცხეთის „მარანი ჰოლში“ გადაიხადა. სადღესასწაულო წვეულებას ნეფე-პატარძლის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მეგობრები ესწრებოდნენ.

106
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1516)