კესარია აბრამიძე

ნახეთ რატომ უხარია კორონავირუსის გავრცელება კესარია აბრამიძეს ფოტო

10201
(განახლებულია 17:25 25.03.2020)
პირველი ტრანსგენდერი ქალი დიდი სკანდალებითა და ხმაურით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ შეყვარებულს დაშორდა. წინა თვის მიწურულს კი ახალ პარტნიორთან ერთად მილანში იმოგზაურა.

კორონავირუსმა, რომელიც საქართველოში 26 თებერვალს პირველად დაფიქსირდა, საზოგადოება ძალიან შეაშინა. მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს სახლში დარჩნენ. ცნობილმა ტრანსგენდერმა კესარიამ კი ვირუსს დადებითი მხარეები უპოვა. აი, რას აქვეყნებს მოდელი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებს ემეგობრება და მაკიაჟის კეთებით ანებივრებს.

View this post on Instagram

#milano

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კესარია აბრამიძის გარეგნობაზე ბევრს და დაუსრულებლად საუბრობენ. კესარიამ საჯაროდ თქვა, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს. ბავშვობის სურათების მიხედვით, ფოტომოდელს სახეზე ცვლილებები მხოლოდ ესთეტიკური ცენტრის დახმარებით აქვს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ამის დასამტკიცებლად კესარია ტომოგრაფიის გადაღებაზეც კი დათანხმდა, რომლის შედეგებიც ტელეწამყვანმა ია ფარულავამ საზოგადოებას გააცნო.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

ფარულავას თქმით, ქირურგის დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ ქირურგიული ჩარევა კესარიას სახის არეზე არ შეინიშნება, თუმცა ქვედა ტუჩის და ღაწვების მიდამოებში მცირე ნაწიბურები შეინიშნება. „ქვედა ტუჩზე ფილერი მაქვს. ასევე მაქვს ფილერი ღაწვებზე. ძალიან მიყვარს ფილერი“, – აღიარა კესარიამ. მისი თქმით, გაკეთებული აქვს ასევე საჯდომის კორექცია და მკერდიც.

10201
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1500)