მსახიობი გიორგი ყიფშიძე

გიორგი ყიფშიძე ახალშობილ ვაჟთან ერთად პირველ ფოტოს აქვეყნებს ნახეთ ვის ჰგავს კოსმო

3590
(განახლებულია 16:54 25.03.2020)
გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება მუდამ ინტერესის საგანია. ცოტა ხნის წინ მსახიობმა 20 წლით უმცროსი ცოლი მოიყვანა და მისგან ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინა. ახალშობილს უცნაური სახელი შეურჩიეს.

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს და ფოტოგრაფ ანა გასიევას მარტში ბიჭუნა – კოსმო ყიფშიძე შეეძინათ. მსახიობი სოციალურ ქსელში ახალშობილთან ერთად გადაღებულ პირველ ფოტოს აქვეყნებს.

ბიჭუნას დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 24 წლის მსახიობზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი „ზაზანოვაში“ გადაიხადა.

View this post on Instagram

A post shared by george kipshidze (@kipshidze77) on

გიორგი დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდა მოდელ კრისტი ყიფშიძეს, რომელიც დღემდე მის გვარს ატარებს. მასთან გიორგის ყველასთვის საყვარელი გოგონა ნატალია ყიფშიძე ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.

43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბახში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“. გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.

3590
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1490)