კამპანიის „დარჩი სახლში" ფარგლებში მარნეულის მოსახლეობას დახმარება გადაეცა

გამოწერა
პირველ ეტაპზე საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები მარნეულში სოციალურად დაუცველ 100 ოჯახს გადაეცა.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. კამპანიის „დარჩი სახლში" ფარგლებში მარნეულში სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები დაურიგდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

დედაქალაქის მოსახლეობა კორონავირუსისგან თავს ნიღბების საშუალებით იცავს - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

„დღეს დავიწყეთ მოსახლეობის დახმარება და ვეხმარებით სოციალურად დაუცველ 100 ოჯახს, ვისაც საშუალება არა აქვს, რომ  გამოვიდეს სახლიდან“, – განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. შეზღუდვები არ მოქმედებს სატვირთო გადაზიდვებზე. მათ დეზინფექციას უტარებენ და ისინი პოლიციის თანხლებით გადაადგილდებიან. 

კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

მარნეულსა და ბოლნისში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, კონტროლდება შიდა გზებიც. შსს-ს თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან შეთანხმებით 24-საათიან რეჟიმში იცავენ წესრიგს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.

მარნეულში გაიხსნა საველე ჰოსპიტალი. ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებთან.

ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლის ძირითად ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ, საინფორმაციო კამპანია ხორციელდება.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანია.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0