საქართველოში კორონავირუსს ებრძვიან

ზუგდიდში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

68
(განახლებულია 09:14 25.03.2020)
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70  ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9.

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. ხვალიდან, 25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება, განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 მისი განცხადებით, ზუგდიდის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების მიზნით მიიღო.

„ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს, გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მოუწოდა მოსახლეობას მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაადგილდნენ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, სოფლების მიმართულებით ბოლო რეისი 18:00 საათზე შესრულდება.

ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობას შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს. ასევე, ხვალიდან მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დაიწყება საკვების დარიგება, რომელიც განხორციელდება რეკომენდაციების სრული დაცვით.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70  ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

68
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (736)