საქართველო. კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

94
(განახლებულია 21:00 24.03.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 70-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია.

ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

94
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (617)