მაია ასათიანი

მაია ასათიანი ძაღლთან ერთად ვარჯიშობს ჟურნალისტი ვიდეოს აქვეყნებს

1071
(განახლებულია 19:36 24.03.2020)
მაია ასათიანის ცხოვრება ტელევიზიასა და შინაური ცხოველების სიყვარულთანაა დაკავშირებული. ძაღლებზე მზრუნველობის შესახებ მასალას ტელეწამყვანი საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს. მას რამდენიმე შინაური ცხოველი ჰყავს...

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აღწერს. მისი დილის დაწყება და საღამოს დასასრული უკვე ბევრმა ადამიანმა იცის. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლის ინტერიერის, ძაღლების მოვლის დეტალების, საკუთარი წიგნების, გემრიელი საუზმის საიდუმლოებების მოყოლა მოასწრო. ამასობაში გაირკვა, რომ მის სამუშაო კაბინეტში ერთი გულის ამაჩუყებელი ნახატი ნუცას გარდაცვალების შემდეგ ჰკიდია. სულ ცოტა ხნის წინ მაია ასათიანი კუნძულ ბალიზე განმარტოვდა და თაყვანისმცემლებს პოზიტიურ მესიჯებს იქიდან უზიარებდა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა წარმოუდგენელი ტრაგედია და ტკივილი განიცადა, ის სხვების გამხნევებას არ წყვეტს. მის სახლში ძაღლებთან ერთად მაია ასათიანის მზრუნველი ხმა ისმის და ჟურნალისტი თავს მარტოდ არ გრძნობს. ტელესახემ „დუდი“ ნუცას უყიდა. ციმბირული ჰასკი დღესაც მოუთმენლად ელოდება ნუცას. სოციალურ ქსელში ამ ფაქტმა უამრავ ადამიანს აუჩუყა გული. მაია ასათიანმა თავად გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო. ვიდეოზე ჟურნალისტი „დუდის“ მოუწოდებს, რომ ნუცას არ დაელოდოს, რადგან ნუცა აღარაა, მაგრამ უშედეგოდ. „დუდი“ კარს არ შორდება. ცოტა ხნის წინ კი Instagram-ის „სთორიში“  მაია და „დუდი“ ისევ ერთად გამოჩნდნენ. ისინი სახლის ეზოში ვარჯიშობენ და სუფთა ჰაერზე ნებივრობენ.

ჟურნალისტი სახლში ძალიან ხშირად ორ ძაღლთან და კატასთან ერთად ნებივრობს. საყვარელ ცხოველებს თოთო ბავშვებივით უვლის და ათამამებს. ამ პროცესის ამსახველ სახალისო ვიდეოებს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ცხოველების ბევრ მოყვარულს აერთიანებს. მისი კამერის ობიექტივში ფავორიტი ცხოველები უკვე ძალიან ბევრჯერ მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი მოვლის პროცესს, მაიას მიერ ცხოველების აღზრდას ბევრი მიმდევარიც გამოუჩნდა.

1071
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1496)