ეკო ფანგანი

თვითიზოლაციაში მყოფი ეკო ფანგანი სახლში ნებივრობს ნახეთ სად ცხოვრობს ტელეწამყვანი

2419
(განახლებულია 20:02 24.03.2020)
ტელეწამყვან ეკატერინა ფანგანს ულამაზესი დიზაინით მოწყობილი ბინა აქვს. პოპულარულმა სახემ მზიანი აივნისა და ერთ-ერთი ოთახის სურათები გამოაქვეყნა. ნახეთ გემოვნებიანი ტელესახის სახლის დეტალები...

გადაღებიდან გადაღებამდე ცნობილი ტელესახეები თავს სახლში ირთობენ. გავრცელებული ეპიდემიის გამო ახლა მსოფლიოს მასშტაბით „ჰეშთეგი“ „დარჩი სახლში“ მეტად პოპულარულია. ამ კამპანიით ცნობილი სახეები მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რათა კორონავირუსი ქალაქში არ გავრცელდეს და ინფიცირებულთა რაოდენობამ არ იმატოს. ეკო ფანგანიც არ არის გამონაკლისი. ტელეკომპანია „იმედის“ დღის გადაცემებში კოლეგებთან ერთად საზოგადოებას სახლში დარჩენას სთხოვს და გადაღებებიდან თავადაც სახლში ბრუნდება. ეკო ფანგანმა თვითიზოლაციის პერიოდში საკუთარი ბინის სურათები გამოაქვეყნა. მოდური დიზაინით მოწყობილი სახლი იზოლაციის პირობებში თქვენც გიბიძგებთ ცვლილებებისკენ.

მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი – ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს. ეკო წელიწადის ყოველ სეზონზე მოგზაურობს. თუმცა ახლა დროს სახლში ატარებს და მისი უახლესი ვიდეოებიც საკუთარ ბინას უკავშირდება. ტელესახემ უახლესი სურათით მორიგი ხმაური გამოიწვია.

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს. სუპერ-მოდური ეკო ტელეკომპანია „იმედის“ გარდა, რადიო „იმედის“ წამყვანობასაც ირგებს. მას დამახასიათებელი ხმის ტემბრისა და ამბის საინტერესოდ გადმოცემის უნარის გამო უამრავი მსმენელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანი ეკოს სტილს დიდ ყურადღებას აქცევს. რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ ფოტოზე ფანგანის გემოვნება განსაკუთრებულად მკვეთრად გამოჩნდა და ქალბატონებმა ეს სტილი მალე აითვისეს. ამჯერად კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული კადრებით მიიპყრო ყურადღება. ნახეთ ეკოს სახლის დიზაინი და თავად დარწმუნდებით ტელეწამყვანის განსაკუთრებულ გემოვნებაში...

2419
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1516)