ობიექტები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობას აგრძელებენ

© Sputnik / STRINGERპენსიონერები
პენსიონერები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფთიაქებთან და სასურსათო მაღაზიებთან ერთად საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ საყოფაცხოვრებო ქიმიკატების, აგროქიმიკატებისა და ვეტერინარული პრეპარატების მაღაზიებს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაასახელა ის სავაჭრო ობიექტები, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეზღუდვები არ ეხება. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რიგი კერძო ობიექტებისა და ორგანიზაციების საქმიანობა შეზღუდა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა იმ რაიონებისა, სადაც კარანტინია გამოცხადებული, შეუძლიათ საქმიანობა გააგრძელონ: აფთიაქებმა, პრესის ჯიხურებმა, საცალო ვაჭრობის მაღაზიებმა, ზოომაღაზიებმა, ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების, აგროქიმიკატების, ვეტერინარული პრეპარატების მაღაზიებმა.

გარდა ამისა, მუშაობის უფლება აქვთ ელექტრონული კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის, ბენზინის, დიზელისა და გაზის მომწოდებლებს.

სხვა საქონლის ბითუმად და საცალო მიწოდება დასაშვებია, თუ იგი ადგილზე მიწოდების გზით განხორციელდება. აღნიშნული შეზღუდვა ეხება კვების ობიექტებსაც.

საქართველოს მთავრობამ ბოლნისი და მარნეული მკაცრი კარანტინის ზონად გამოაცხადა.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0