გურჯაანიდან ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორი თვის ბავშვი გადაიყვანეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის განცხადებით, პრევენციის მიზნით აუცილებელია ამ ბავშვის გამოკვლევა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ორი თვის ბავშვი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის ინფორმაციით, ჩვილს ახველებდა და ამიტომ ის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსეს და უკვე აუღეს კიდეც კორონავირუსზე ანალიზები. პასუხი უახლოეს საათებში იქნება ცნობილი.

„დედა თურქეთის მოქალაქეზეა გათხოვილი. როგორც გავიგეთ, ისინი თურქეთიდან 9 მარტს დაბრუნდნენ, რა დროსაც ოჯახის წევრებს ჰქონდათ მწვავე ვირუსული ინფექცია, ამიტომ ვვარაუდობ, რომ, დიდი ალბათობით, მას კორონავირუსი არ აქვს, თუმცა პრევენციის მიზნით აუცილებელია ამ ბავშვის გამოკვლევა“, – განმარტავს ეპიდემიოლოგი მარინა კაპანაძე.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
უკვე 67: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო ინფორმაციით, წუხელ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან კიდევ ორი მამაკაცი მაღალი ტემპერატურითა და საეჭვო სიმპტომებით გორისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთს აქვს აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია, ხოლო მეორე ქუთაისის აეროპორტში იმყოფებოდა. ორივე მათგანს კორონავირუსზე ჩაუტარდება კვლევა, რომლის პასუხი ცნობილი დღეს ან ხვალ, დილით გახდება.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის რეჟიმი დაწესდა.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055  მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

ყველა ახალი ამბავი
0