„ვისაც არ გაქვთ, აიღეთ“ – ხობში სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ ასეთი წარწერა განათავსა

© Sputnik / Levan Avlabreliხილი და ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ხობში, ავტოსადგურთან მდებარე სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ ბანერი განათავსა, რომლის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ პროდუქტები მიიტანონ, ხოლო მათ, ვისაც ეს სჭირდება – აიღონ.

ობიექტის მეპატრონე, რომელიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობს, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე მიიღო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.

ყველა ახალი ამბავი
0