Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

FORZA ITALIA – კახა კალაძე იტალიას თანადგომას უცხადებს

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე
 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის თქმით, როგორც თბილისის მერი და როგორც „ერთი მილანელი ბიჭი“, ქართველ ხალხთან ერთად იტალიის გვერდით დგას.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ღრმა მწუხარებასა და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია, აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გამოქვენებულ პოსტში.

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა.

იტალიის დროშა - Sputnik საქართველო
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 64 ათასს მიაღწია, ხოლო ამ ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა.

„ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია“, – წერს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ იტალიისადმი პატივისცემისა და მისი სიყვარულის ნიშნად თბილისის სიმბოლო – ანძა, განათდა იტალიის დროშის ფერებში.

„როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ“, – დაწერა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა ექიმსა და ჯანდაცვის მუშაკს მათი ერთგულებისა და გმირული მუშაობისთვის.

„იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ! თავს გაუფრთხილდით! #FORZA ITALIA!" – წერს კალაძე.

მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 382 644 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 16 587 ადამიანი. ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 189 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0