პოლიციამ მარნეულში ორი ახალგაზრდა დააკავა

© Sputnik / STRINGERკარანტინი მარნეულის რაიონში
კარანტინი მარნეულის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 მარტს მარნეულში პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბორჯომი და ქართული ლიმონათი სუფრაზე - Sputnik საქართველო
გაშლილი სუფრა და დაპირისპირება მარნეულში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის - ვიდეო

მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნულ ფაქტზე 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით საქართველოს ორ – მარნეულისა და ბოლნისის რაიონში მკაცრი საკარანტინო ზომები დააწესა.

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის კონტაქტები შეამოწმეს>>

შეზღუდვები უკავშირდება საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევის დადასტურებას – მარნეულში ინფექცია აღმოაჩნდა 62 წლის ქალს, რომელიც დაკრძალვაზე იმყოფებოდა ათეულობით ადამიანთან კონტაქტში. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0