Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უხილავ მტერს ვებრძვით და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება...“ – ნინო სურგულაძის მიმართვა

© Photo: Nino Surguladze / FBნინო სურგულაძე
ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 66 ადამიანს დაუდასტურდა.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ცნობილი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
„ჩვენც უნდა დავეხმაროთ ექიმებს...“ - თიკა ფაცაცია საზოგადოებას მიმართავს

მისი აზრით, მადლობას იმსახურებენ მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი, რომლებიც კოორდინირებულად ყოველდღიურად შეუძლებელს აკეთებენ და მაქსიმალურად იცავენ მოქალაქეებს.

„ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი, ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვაწუხებს, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ამ გამოწვევას, ქართველი ექიმების შრომით და მიღწევებით აღფრთოვანებულები არიან. მადლობა ჩვენს სამართალდამცველებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას, ვინც ახლა ჩვენთვის იბრძვის და ძალ-ღონეს არ იშურებს.

სალომე მელია - Sputnik საქართველო
„დარჩი სახლში და ითამაშე ჭადრაკი“ – ქართველი მოჭადრაკე ონლაინ-გაკვეთილებს ჩაატარებს

საქართველომ ბევრი გადაიტანა უახლოეს წარსულში, მათ შორის ორი ომი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანად მოქმედება, იმიტომ რომ უხილავ მტერს ვებრძვით, რომლის წინააღმდეგ ჯერ ვაქცინა არ არსებობს და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება – სახლში დარჩენა და ერთმანეთზე ზრუნვა. ესეც გაივლის, ამასაც გავუმკლავდებით თუ ერთად ვიქნებით“, – წერს ნინო სურგულაძე.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 66 ადამიანს დაუდასტურდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0