კარანტინი მარნეულში

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის კონტაქტები შეამოწმეს

378
(განახლებულია 00:18 02.04.2020)
80 პირს კორონავირუსისთვის არანაირი დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდა. კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის დას.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. მარნეულში კორონავირუსით დაავადებული 62 წლის ქალის 80 კონტაქტი შემოწმდა, განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

„დაახლოებით 80 ადამიანი შემოწმდა. არ დადასტურდა არავითარი სიმპტომი დაავადების. ერთადერთი პაციენტია ,  რომელსაც 37.4 აქვს ტემპერატურა, თუმცა არავითარი კლინიკური ნიშნები გამოხატული არ არის. თვითიზოლაციაში გრძელდება მასზე დაკვირვება“, - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა. 

რაც შეეხება მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალბატონის დას, თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მას კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.

მისივე თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა და პროგნოზზე ვერ ისაუბრებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, ბოლნისში ამ დროისთვის 14 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული, რომელთაც მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის წარმომადგენელის ინფორმაციით, დღეს დადგინდა კიდევ ოთხი კონტაქტი და საერთო ჯამში უკვე 14 არის იდენტიფიცირებული. 11 მარტს ისინიც იმყოფებოდნენ მარნეულში, სარიტუალო ღონისძიებაზე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბოლნისში დადგენილი კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია და „კოვიდ-19“-სთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი ჯერ არცერთ მათგანთან არ გამოვლენილა.

23 მარტის ღამეს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი დააწესა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით გაურკვეველი წყაროდან ინფიცირების ერთი შემთხვევა, რომელიც ეპიდემიოლოგებმა შიდა გადაცემის შემთხვევად შეაფასეს. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გადაცემა მოხდა რიტუალის დროს, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა.

მარნეულში ინფიცირებულ ქალს 1,7 ათასი სავარაუდო კონტაქტი ჰქონდა, აქედან 90 - უშუალო.

21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

378
მოგზაურები თბილისის აეროპორტში

ფასიანი კარანტინი ან ტესტი კორონავირუსზე:როგორ დახვდებიან საქართველოში უცხოელ ბიზნესმენებს

55
საქართველოში უცხოელ ბიზნესმენებს შესთავაზებენ ორ ვარიანტს: კარანტინს ან კორონავირუსზე ტესტის რეგულარულ გავლას

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ბიზნესმენებს შესთავაზებს ორ ვარიანტს: კარანტინში ყოფნის საფასურის გადახდას ან კორონავირუსზე ტესტის რეგულარულ გავლას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

სახიფათო მდგომარეობა: COVID-19 სომხეთში სწრაფი ტემპებით ვრცელდება >>

საქართველო ეტაპობრივად ხსნის საზღვრებს საერთაშორისო მოგზაურებისთვის და უკვე ცნობილია, რომ პირველები ქვეყანაში ჩამოსვლას ბიზნესმენები შეძლებენ.

„მათ შეუძლიათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი, თავად უნდა შეიძინონ ტესტი და 14 დღის განმავლობაში, ყოველ 3 დღეში უნდა ჩაიტარონ ტესტირება. ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს“, - განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ კარანტინის და COVID-19-ის ტესტის ფასები საკმაოდ მისაღები იქნება.

„ეს ბიზნესმენებმა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თავადაც იყონ უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტორებთან კომუნიკაცია“, - განმარტა თურნავამ.

მისი თქმით, ფასიანი კარანტინი დაეხმარება სასტუმროებს, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ პანდემიის პერიოდში.

უცხოელების ბიზნეს-ვიზიტები არ წარმოადგენს საქართველოში ტურიზმის სფეროს შემოსავლების ძირითად წყაროს. გასულ წელს, როდესაც საქართველოში ტურიზმი აქტიურად ვითარდებოდა, მათზე უცხოელთა ვიზიტების საერთო რაოდენობის 17,4% მოდიოდა.

55
თემები:
COVID-19 საქართველოში
რესპირატორი მანქანაში

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს აღმოაჩნდა: დეტალები

123
(განახლებულია 21:16 04.07.2020)
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა აჭარაში. ვირუსი აღმოაჩნდა ერთ-ერთი კლინიკის სანიტარს

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 948-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

მედიის ინფორმაციით, ორივე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. ერთ-ერთი არის 27 წლის მამაკაცი, რომელიც თურქეთის გავლით ყაზახეთიდან დაბრუნდა, მეორე არის ქალი და ის ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3569, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 199 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

123
თემები:
COVID-19 საქართველოში
გაზაფხული თბილისში

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 6 ივლისს

0
მომდევნო კვირის დასაწყისში საქართელოს დედაქალაქში პლუს 34 გრადუსია ნავარაუდევი, ნალექი მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს, 6 ივლისს მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:33 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 22, დღისით მაქსიმალური კი პლუს 34 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში