საქართველოს მოქალაქეები გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტში
თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანია  „საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავით ბერლინიდან ბათუმის აეროპორტში 180-ზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „საქართველოს ავიახაზების“ (ჯორჯიან ეარვეისი) თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქართული ავიაკომპანიის AirZena - Georgian Airways სამგზავრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
თურნავა: მთავრობა Georgian Airways-ის დაგეგმილი ჩარტერული რეისების სუბსიდირებას არ აპირებს

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა 180-ზე მეტი მგზავრი.

მათ პირველადი შემოწმება აეროპორტშივე ჩაუტარდებათ და შემდეგ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ. კარანტინში მათი გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით განხორციელდება.

ამასთან, თუ რომელიმე მგზავრს ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა, ბათუმის ინფექციურ კლინიკაში მოთავსდებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული იყვნენ ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მინისტრის თქმით, საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად უნდა შეასრულონ ვალდებულებები

დღესვე  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც უახლოესი კვირების განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, განხორციელდება კომპანია „საქართველოს ავიახაზების“ სპეციალური კომერციული რეისები შემდეგი მიმართულებებით: 23 მარტი – თბილისი-ბერლინი-ბათუმი, რომელიც უკვე შესრულდა, ასევე 24 მარტი – ათენი-თბილისი-ათენი (შეასრულებს „ეგეოსის ავიახაზები“); 26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი; 31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი. მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი რეისების დაგეგმვაზეც.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში ათავსებენ.

ყველა ახალი ამბავი
0