თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო თბილისში, მესაკუთრეს კომერციული ობიექტი დაახურინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. იმუშავებენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები. მუშაობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. საჯარო სამსახურები და კერძო სტრუქტურების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
უწყების ცნობით, კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას.
ამასთან, შემოსული შეტყობინების თანახმად კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ობიექტი, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მითითებით დღეს დახურა, არსებული ინფორმაციით, სამორინეების პროვაიდერი კომპანია „ევოლუშენ გეიმინგია“.
თუმცა ეს ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურში არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
ჩიქოვანი: დღეიდან საქალაქთაშორისო მატარებლებით გადაადგილებაც შეიზღუდება >>
21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. კვირას კი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235 ადამიანია.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს 1 მარტიდან საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტი უარყოფითი პასუხით.
საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.
აქამდე კორონავირუსზე უარყოფითი შედეგის ამსახველი ცნობით საქართველოში შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და თურქეთის მოქალაქეებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
იმ პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, აუცილებლად უნდა გაიარონ 12 დღიანი კარანტინი. ამ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე, ასევე ტესტის გამეორებით ჩატარება მესამე დღეს.
თბილისი, 1 მარტს – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), რაზმაძის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, მცხეთის, შროშის და ბესიკ ბურკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქერჩის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სამუელ ბუაჩიძის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.