კარანტინი მარნეულში

აკაკი ზოიძე: მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის დაახლოებით 1700–მდე კონტაქტი იკვეთება

1827
(განახლებულია 17:41 23.03.2020)
აღნიშნული შემთხვევა ეპიდემიოლოგებმა შიდა გავრცელებად შეაფასეს, რომელიც შეიძლება ეპიდემიაში გადაიზარდოს.

 

თბილისი,  23 მარტი — Sputnik.  მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქის კონტაქტი დაახლოებით 1,7 ათას აღწევს, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე  ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ. 

მარნეულში მასობრივი ინფიცირება, რომლის მოსახლეობის 80%–ს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე მოხდა. ამასთან დაკავშირებით 23 მარტს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინე რეჟიმი შემოიღო.

აღნიშნული შემთხვევა ეპიდემიოლოგებმა შიდა გავრცელებად შეაფასეს, რომელიც შეიძლება ეპიდემიაში გადაიზარდოს.

ზოიძის თქმით, 1,7 ათასი კონტაქტიდან  90 –  უშუალოდ ინფიცირებულთან კონტაქტია.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა  შემთხვევამ 54–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა - 8, კარანტინის რეჟიმში - 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235. 

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, სამხედრო ტექნიკა, ცოცხალი ძალა, სპეცტექნიკითა და კარვებით დატვირთული სატვირთოებია შეყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ვითარებას გააკონტროლებს, თავდაცვის ძალები კი პალიციასთან კოორდინაციით სპეციალურ საკონტროლო–გამშვებ პუნქტებს გააკონტროლებს.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია ორივე რაიონის მცხოვრებლებმა არ დატოვონ ტერიტორია.

მედპერსონალი ადგილობრივებისთვის  შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირების გამოვლენის მიზნით, კარდაკარ დაივლის მოსახლეობას – პირი, რომელსაც ტემპერატურა აღნიშნება, კარანტინში გადაიყვანენ.

მარნეულში მოსახლეობის რაოდენობა 130,6 ათასია, აქედან 83,77% აზერბაიჯანელია. ბოლნისში კი მოსახლეობის რაოდენობა 78,9 ათას ადამიანს შეადგენს, მათგან აზერბაიჯანელი 63,38%–ია.

1827
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
რიყის პარკი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 10 ივლისს

20
(განახლებულია 10:57 08.07.2020)
პარასკევს კვლავ სიცხე იქნება - დედაქალაქში დღისით პლუს 33 გრადუსი იქნება, და თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით პარასკევს, 10 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +33 გრადუსი.

ქარი ღამით 17-22 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

20
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
გიორგი შაქარაშვილი

„დედამთილი ლოგინად იყო ჩავარდნილი...“ - „კაწროს“ მეუღლე განცხადებას ავრცელებს

58
(განახლებულია 10:39 08.07.2020)
ბერა ივანიშვილის მეგობრის ავთო ბილანიშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და მისი მეუღლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან კავშირს უარყოფს

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ დაკავშირებული ავთო ბილანიშვილის (კაწრო) მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, მისი ოჯახის და მეუღლის წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია „მთავარი არხის“ მიერ მიზანმიმართული შავი კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და ცდილობენ, რომ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგდიას დაუკავშირონ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მუსიკოს ბერა ივანიშვილის მეგობარია და ცხოვრობს ნახალოვკაში.

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მოქმედებს მის მცირეწლოვან შვილსა და დედამთილზე, რომელსაც ქრონიკული დაავადებები სჭირს და ამის გამო რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი. 

„არავინ ფიქრობს ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს“, – წერს ავთო ბილანიშვილის მეუღლე.

22 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.  

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

58