ბორჯომი და ქართული ლიმონათი სუფრაზე

გაშლილი სუფრა და დაპირისპირება მარნეულში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის - ვიდეო

305
(განახლებულია 17:35 23.03.2020)
ცოტა ხნის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, თავშეყრის აკრძალვის წესის დარღვევა სცადეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოს ადგილობრივი მედია ავრცელებს

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. მარნეულში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა, ფაქტის მსახველ ვიდეოს „მარნეულის რადიო“ ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში თავშეყრის აკრძალვის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი კარანტინის წესებს მაინც არღვევს.

სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა კარანტინის წესების დამრღვევი მოსახლეობისათვის ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წუხელ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა.

საკარანტინო რეჟიმის დაწესება აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც ამ ორი რაიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ინფიცირებულ ქალს, მედიკოსების ინფორმაციით, დაახლოებით 1700 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ვისგან დაინფიცირდა თავად, უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მას აქვს მოგზაურობის ისტორია აზერბაიჯანში, რომელიც დამალა.

საქართველოში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 8 გამოჯანმრთელდა.

305
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)