Нанука Жоржолиани

„დიეტა გვესაჭიროება“- ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი ძაღლის ძალიან სასაცილო ფოტოს აქვეყნებს

121
(განახლებულია 17:35 23.03.2020)
ჟურნალისტის პატარა საყვარელი ძაღლი „ბო“ ძალიან გასუქდა. ნანუკა ჟორჟოლიანი მხიარულ სურათს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ნახეთ როგორ გამოიყურება ჩაპუტკუნებული ძაღლი...

ცნობილი სახე თვითიზოლაციის რეჟიმში სახლში ვარჯიშობს და პარალელურად იოგას აუფლება. ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ბინიდან რამდენიმე „სთორი“ გამოაქვეყნა და როგორც ჩანს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მფოფლიოსა და საქართველოში განვითარებული კრიტიკული ვითარების მიუხედავად არ არღვევს. ერთი კვირის წინ, ნანუკას უფროსი ქალიშვილი საკარანტინე ზონაში მოყვა. ცნობილი ჟურნალისტის შვილი მარიამ გეგუჩაძე პარიზიდან ჩამოფრენის შემდეგ კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაცია მარიამ გეგუჩაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. გოგონა პარიზში სწავლობს.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Zhorzholiani (ნანუკა) (@nanukashow) on

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში სწავლობს საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებია. ნანუკა და საბა მას ხშირად აკითხავენ, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.

თვითიზოლაციის პირობებში ნანუკა ჟორჟოლიანის შინაური ცხოველიც გაპოპულარულდა. პატარა „ბო“ ძალიან მოპუტკუნდა და სახლში იატაკზე წამოწოლილი მზის სხივების ქვეშ ნებივრობს. ნანუკა ამ დროს იოგით არის დაკავებული და პარალელურად განწყობას პატარა  ძაღლით იმაღლებს.

121
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1517)