თურნავა: მთავრობა Georgian Airways-ის დაგეგმილი ჩარტერული რეისების სუბსიდირებას არ აპირებს

© photo: Sputnik / Stringerქართული ავიაკომპანიის AirZena - Georgian Airways სამგზავრო თვითმფრინავი
ქართული ავიაკომპანიის AirZena - Georgian Airways სამგზავრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია თურნავას თქმით, ჩარტერულ რეისებზე Georgian Airways-ს გასაყიდი ბილეთის ფასის მაქსიმალური ზღვარი უწესდება, ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად უნდა გაიყიდოს.

თბილისი,  23 მარტი — Sputnik. მთავრობა ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილი ჩარტერული რეისების სუბსიდირებას არ მოახდენს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
ჩიქოვანი: დღეიდან საქალაქთაშორისო მატარებლებით გადაადგილებაც შეიზღუდება

საქართველოს და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან მთლიანად აიკრძალა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოიყვანს.

თურნავას თქმით, ჩარტერულ რეისებზე Georgian Airways-ს გასაყიდი ბილეთის ფასის მაქსიმალური ზღვარი უწესდება და ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად უნდა გაიყიდოს.

„ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში. ყველა კომპანია – მათ შორის ავიაკომპანიები – ვალდებულია შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები. კვირაში ორი ჩარტერული რეისი შესრულდება, სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისებს შეასრულებს, მკაცრადაა გაფრთხილებული, რომ მისაღები ფასები უნდა იყოს ბილეთებზე. ჩვენ ამ ფასების მაქსიმალურ ზღვარს ვაწესებთ“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც მან აღნიშნა, თანამემამულეების სამშობლოში ჩამოყვანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დაცვით უნდა მოხდეს. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად უნდა შეასრულონ ვალდებულებები

როგორც გუშინ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობის ამოცანაა – მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად მოხდეს თანამემამულეების ევროპის ქვეყნებიდან ჩამოყვანა. ამასთან, გახარიამ კომენტარი გააკეთა ავიაკომპანია „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად თუ არ შეასრულებენ ვალდებულებებს, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.    

23 მარტს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

 

ყველა ახალი ამბავი
0