Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დღეში 100-ზე მეტი კორონავირუსიანი პაციენტი მიდის მასთან“ – ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი გულის ამაჩუყებელ სიტყვებს მისი შვილის მამაზე წერს. ნუკის და ბენჯის კილომეტრები აშორებთ. ექიმი ამერიკაში დარჩა, ხოლო მისი მეუღლე თბილისში ვაჟთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

View this post on Instagram

პანიკა არ შეიძლება!!!! არა, ისედაც არ ვარ “პანიკორი”, მაგრამ მაქვს ფრენა ერთ კვირაში, ღამე მეღვიძება ცივ ოფლში. თან აი ამ ვირუსის ისე არ მეშინია რამდენადაც, ამ ვირუსის არ აკიდებას რომ ცდილობ ბავშვით, ეს რა ნერვიულობაა , ხომ წარმოგინდგენიათ..!!!! ან როგორ გავაჩერო ან როგორ დავიზღვიო თავი. მოკლედ, ახლა ვწევარ, ბავშვს ვაძინებ და გინდა არ გინდა ვფიქრობ, ზოგჯერ თავი ფილმში მგონია, აი ძალიან მსუბუქათ რომ იწყება და მერე სამყაროს დასასრული რომ მოდის. არა არ გაშინებთ, ყველაფერი კარგად იქნება ზუსტად ვიცი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დალაგდება. იცით რა მინდა, მინდა მქონდეს ბევრი ფული,რომ არ ვდარდობდე ხვალინდელ დღეზე და ბარემ მთელი ჩემი ოჯახი ერთად იყოს და მეგობრები, ისე ნერვები მეშლება ჩემი ქმარი რომ შორს არის და მე აქ ვარ... ძნელია ასე ცალ ცალკე..:( თუ გაქვთ ეგ ბედნიერება, ერთად იყოთ ქმართან, შვილთან, დედასთან, საყვარელ ხალხთან დაკოცნეთ ჩაეხუტეთ და იცოდეთ არაფერი სანერვიულო არ არის, როდესაც ერთად ხართ. ხო ვიცი,ვიცი ვატრაკებ და ნეგატიურ სისულელეებს გახვევთ თავზე. უბრალოდ მეფიქრებოდა და გაგიზიარეთ😔

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

„არც პანიკას არ ავყვები და არც არაფერი მსგავსი. გუშინ საღამოს ვისხედით და ვსაუბრობდით, აქ თბილისში, სახლში (იზოლიაციამ გამალოთა და გამასუქა). ვუყურებდი სტატისტიკებს და თითქოს იკლო და გადავწყვიტეთ რომ ერთი ორი კვირაც და მორჩება ეს უბედურება. მერე ველაპარაკე ბენს, რომელიც წინა ზოლშია, იბრძვის ყოველ დღე! დღეში 100-ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდო კორონა აქვს. სანამ მე ვჭიკჭიკებდი ჩემებთან და ვგეგმავდი ამ ყველაფრის დროულ დამთავრებას, მაჩვენებლები შეიცვალა, ამერიკა უკვე მესამე ქვეყანა (ინფიცირულების რაოდენობით) და შესაბამისად წითელ ზოლშია. არ ვიცი დავალაგე თუ არა აზრი, ან საერთოდ არის თუ არა რამე აზრი ჩემს პოსტში“, – ემოციებს ვერ მალავს ნუკი კოშკელიშვილი.

View this post on Instagram

არც პანიკას არ ავყვები და არც არაფერი მსგავსი. გუშინ საღამოს ვისხედით და ვსაუბრობდით, აქ თბილისში, სახლში (იზოლიაციამ გამალოთა და გამასუქა). ვუყურებდი სტატისტიკებს და თითქოს იკლო და გადავწყვიტეთ რომ ერთი ორი კვირაც და მორჩება ეს უბედურება. მერე ველაპარაკე ბენს @benjichaim , რომელიც წინა ზოლშია, იბრძვის ყოველ დღე!!! დღეში 100 ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდო კორონა აქვს.. სანამ მე ვჭიკჭუკებდი ჩემებთან და ვგეგმავდი ამ ყველაფრის დროულ დამთავრებას, მაჩვენებლები შეიცვალა, ამერიკა უკვე მესამე ქვეყანა (ინფიცირულების რაოდენობით)და შესაბამისად წითელ ზოლშია... არვიცი დავალაგე თუ არა აზრი ან საერთოდ არის თუ არა რამე აზრი ჩემს პოსტში. უბრალოდ თქვენ გეუბნებით, ძალიან ვნერვიულობ, ამ დროს მარტივია თავი დაიცვა, ჩაიკეტე სახლში და იყავი ტკბილად, იტიკ ტოკე, იჭორავე იცინე. იქამდე ვიდრე სახლში ვართ დაცულები ვართ. აი იმან რა თქვას ვისაც ცხვირი აქვს გახეხილი სათვალის და პირბადისგან?! თქვენ თავსაც საფრთხეში აყენებთ, თქვენ ახლობლებსაც და იმათაც ვინც დარჩა სამსახურში თქვენთვის, მაშინ როცა იღებთ გადაწყვეტილებას მაინც გახვიდეთ სახლიდან!!! #დარჩისახლში

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

აი, რას წერს Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე მსახიობი: „უბრალოდ თქვენ გეუბნებით, ძალიან ვნერვიულობ, ამ დროს მარტივია თავი დაიცვა, ჩაიკეტე სახლში და იყავი ტკბილად, აი იმან რა თქვას, ვისაც ცხვირი აქვს გახეხილი სათვალის და პირბადისგან?! თქვენ თავსაც საფრთხეში აყენებთ, თქვენ ახლობლებსაც და იმათაც ვინც დარჩა სამსახურში თქვენთვის, მაშინ როცა იღებთ გადაწყვეტილებას მაინც გახვიდეთ სახლიდან!!! #დარჩისახლში...“, – წერს ნუკი.

ყველა ახალი ამბავი
0