იმნაძე: მარნეულელ პაციენტთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იზოლაციაშია

გამოწერა
იზოლაციაშია დაახლოებით 90 ადამიანი, ამასთან, მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს რამე სიმპტომი გამოაჩნდება, მას გამოკვლევას ჩაუტარებენ.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ყველა პირი, რომელიც მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, პრაქტიკულად, დადგენილია, ისინი იზოლაციაში იმყოფებიან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში - Sputnik საქართველო
საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში: კონკრეტული წესების ჩამონათვალი

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ წუხელ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. საკარანტინო რეჟიმის დაწესება აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ მარნეულში დადასტურდა ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ამ ორი რაიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

პაატა იმნაძის განცხადებით, იზოლაციაშია დაახლოებით 90 ადამიანი, მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს რამე სიმპტომი გამოაჩნდება, მას გამოკვლევას ჩაუტარებენ.

ამ დროისთვის გამოკვლეულია სამი ადამიანი და პასუხი არის უარყოფითი, აღნიშნა მან.

კორონავირუსისგან უკვე რვა ადამიანი განიკურნა>>

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 54 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

ყველა ახალი ამბავი
0