ტაქსი

„მაქსიმუმ ორი მგზავრი“ ახალი რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის

103
(განახლებულია 17:09 23.03.2020)
თბილისის მერია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ტაქსის მძღოლებს მიმართავს და რეკომენდაციებს სთავაზობს.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაქსის მძღოლებს მგზავრის გადაყვანის დროს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ – ასეთი რეკომენდაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია.

საკოორდინაციო საბჭოს რეკომენაციით, მგზავრობისას მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს, და მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

„მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით საკოორდინაციო საბჭო გასცემს. ასევე კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას – დარჩით სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

ამ დროისათვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 54 შემთხვევა, საიდანაც 8 გამოჯანმრთელდა. კარანტინში 3320 ადამიანია, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

103
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (662)