კორონავირუსზე ტესტირება

კორონავირუსისგან უკვე რვა ადამიანი განიკურნა

101
(განახლებულია 15:48 23.03.2020)
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 54, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე რვა ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ახლახან განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 23 მარტისთვის>>

ჯერერობით არ გაზრდილა კორონავირუსით ინფიცირებულთა მონაცემები. ეს ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დაადასტურა.

101
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (618)