ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა პაციენტმა დატოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია ხუთი ადამიანი. სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 233 პაციენტი იმყოფება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, განაცხადა ჟურნალისტებთან კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი სიტყვებით, ამ დროისათვის კლინიკიდან უკვე ხუთი ადამიანია გაწერილი. 

რეანიმაცია - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მარნეულიდან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

რაც შეეხება კიდევ სამ გამოჯანმრთლებულ პაციენტს, ეზუგბაიას სიტყვებით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ პნევმონია, დამატებითი კვლევებისთვის ისინი კლინიკაში რჩებიან. თუ მათ მაჩვენებლები ნორმაში ექნებათ, შეიძლება ისინი დღესვე გაეწერონ სამედიცინო დაწესებულებიდან.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევამ 54-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა – 3. ექიმები კიდევ ხუთი პაციენტის გაწერას ვარაუდობენ. კარანტინის რეჟიმშია – 3254, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

23 მარტის ღამეს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოაცხადა.

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი 67 წლის ქალს დაუდგინდა, ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. ეპიდემიოლოგებმა ამ შემთხვევას შიდა გავრცელების შემთხვევა უწოდეს. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გავრცელება სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ეპიდემიოლოგებმა 90 საკონტაქტო პირი დაადგინეს, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0