გახარია: თუ მრევლის სიცოცხლე მაღალი ფასეულობაა, მაშინ არაფერია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა

© Sputnik / Vladimir Umikashviliტურისტები პირბადეებით ქართულ ეკლესიაში
ტურისტები პირბადეებით ქართულ ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრევლსა და სამღვდელოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ და მისმა ერთ-ერთმა წესმა, რომ დახურულ სივრცეში ათ ადამიანზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს და თან მათ დისტანცია უნდა დაიცვან.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა და ბევრმა მოძღვარმა გააკეთა. მე მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ დადგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

გახარია: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადიან>>

მრევლსა და სამღვდელოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ და მისმა ერთ-ერთმა წესმა, რომ დახურულ სივრცეში ათ ადამიანზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს და თან მათ დისტანცია უნდა დაიცვან. ამის თაობაზე აქტიური განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის, სოციალურ ქსელებში. მორწმუნეთაგან ზოგი აცხადებს, რომ არ ეშინია, მას უფალი დაიცავს და მაინც აპირებს ეკლესიაში წირვაზე დასწრებასა და ზიარების მიღებას, ხოლო მეორე ნაწილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ საჭიროა საგანგებო წესების დაცვა.

ზოგიერთი ტაძრის მოძღვარმა უკვე მოუწოდა მრევლს, დადგნენ ერთმანეთისგან მოშორებით, ამასთან, ტაძრებში რადიოფიცირება მოხდება და ადამიანებს საშუალება ექნებათ, ტაძრის ეზოებში მოისმინონ წირვა.

„მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უამრავია. ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი – დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან, და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს – ეკლესიაში, თუ სუპერმარკეტში. და როდესაც ვიღაც საუბრობს 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულირების თემაა, არის გარკვეული სენსიტიური თემები, რომლებიც მარტივად გადასაწყვეტი არაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი: მთავარია უფალთან ვიყოთ

„მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, მოქალაქის, თუ მრევლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერს ნიშნავს და არაფრად ღირს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიასაც“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა. ამის თაობაზე გუშინ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც მოუწოდა.

„თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექით, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა“, – ბრძანა პატრიარქმა.

დღეს, დილის 09:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3, კარანტინის რეჟიმში – 3254, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

სასიხარულო ინფორმაცია: საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთმა პაციენტმა დაამარცხა>>

ამასთან, გუშინ, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ ხუთი ადამიანი, მაგრამ ეს ოფიციალურ მონაცემებში ჯერ არ ასახულა.

ყველა ახალი ამბავი
0