გახარია: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადიან

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის თქმით, ექიმები ხვალიდან მარნეულსა და ბოლნისში კარდაკარ ივლიან და შეამოწმებენ მოსახლეობას, რათა შესაძლო შემთხვევები გამოავლინონ.

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები დღეიდან მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე  გადადიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე.

ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. პრემიერის განმარტებით,  მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. 

რეანიმაცია - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მარნეულიდან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

„ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული", – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დღეიდან იხურება ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

გარდა ამისა, მარნეულის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალი" საკარანტინო რეჟიმზე სრულად არის გადასული, რომლის ტერიტორიაზეც უახლოეს პერიოდში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. „ავერსის" კლინიკა გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც მულტიფუნქციური კლინიკა.

პრემიერის თქმით,  შესაძლო შემთხვევების გამოვლენის მიზნით, ხვალიდან ექიმები მოსახლეობას კარდაკარ დაივლიან და შეამოწმებენ.

გუშინ, მარნეულის მკვიდრი 62 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით  მარნეულიდან თბილისის ინფექციურ კლინიკაში   გადმოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულ პირს 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მაღაზიაში მუშაობდა.

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 3 254 ადამიანია, კიდევ 233 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0