„კორონავირუსი მე გა­დავ­დე“ – ცნობილი ბიზნესმენის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

© Photo: Pixabayპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პირადად ესაუბრა ბიზნესმენს, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული და კლინიკაში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი თეა ჯო­ხა­ძე, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და მისი მე­უღ­ლე, ბიზ­ნეს­მე­ნი ბენო ქა­შა­კაშ­ვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბას უხ­დი­ან.

ია ფარულავა - Sputnik საქართველო
ია ფარულავა იმ ცნობილი ბიზნესმენის ვინაობას ამხელს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა

მისი თქმით, კორონავირუსით 11 მარტს, მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის თარიღთან დაკავშირებულ სადილზე დაინფიცირდა, სადაც მის გარდა 20 ადამიანი იმყოფებოდა. 15 მარტს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მის მეგობარს კორონავირუსი დაუდგინდა.

„კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩვენ გა­დაგ­ვე­დო ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის­გან, რო­მე­ლიც ასე­ვე არ ყო­ფი­ლა უცხო­ეთ­ში. ბე­ნოს, ჩემს მე­უღ­ლეს კი მე გა­დავ­დე. ჩემი და ბე­ნოს შემ­დგომ კონ­ტაქ­ტებს შო­რის, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჯერ არა­ვის და­უდ­გინ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი. მე და ბენო თავს კარ­გად ვგრძნობთ და ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ იმ თა­ნად­გო­მის­თვის, რო­მელ­საც ბევ­რი თქვენ­გა­ნის­გან ვგრძნობთ", – წერს ჯო­ხა­ძე.

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიზმესმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბენო ქაშაკაშვილია. მსახიობის თქმით, ბიზნესმენმა ვინაობის გამხელა თავად ისურვა. მისი თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

ყველა ახალი ამბავი
0