თბილისის აეროპორტი

საიდან ჩამოფრინდებიან თვითმფრინავები საქართველოში 23 მარტს ფრენების განრიგი

1446
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 23 მარტს განხორციელდება მხოლოდ ერთი რეისი, რომელიც თანამემამულეებს ბერლინიდან ჩამოიყვანს

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩოები სოციალურ ქსელებში და თავის ვებ-გვერდებზე კვლავ აქვეყნებენ საერთაშორისო რეისების განრიგსა და ინფორმაციას იმის შესახებ, რა რეისები სრულდება ამჟამად საქართველოში.

20 მარტიდან საქართველომ სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად შეწყვიტა ავიამიმოსვლა. ფრენებს განახორციელებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways-ი, რომელიც უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეებს მთავრობის დავალებით ჩამოიყვანს.

23 მარტს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ბერლინიდან განხორციელებული რეისით შეძლებენ.

ასეთი ზომები მიღებულია კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გამო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნები და სატრანსპორტო კომპანიები საერთაშორისო მოგზაურებისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს აწესებენ.

რეისების შესახებ რეგულარული საინფორმაციო ცნობები დაეხმარება სამშობლოში ჩამოსვლის მსურველ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი მარშრუტების დაგეგმვაში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 17 მარტისთვის >>

მსგავსი განახლება ყოველდღიურად განხორციელდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ საგარეო საქმეთა სამინისტროს „ცხელ ხაზზე“: +995 32 294 5050.

1446
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (103)