ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკის სატესტო სისტემა

სასიხარულო ინფორმაცია: საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთმა პაციენტმა დაამარცხა

121
(განახლებულია 10:43 23.03.2020)
22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 3 254 ადამიანია, კიდევ 233 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი ინფიცირებული პაციენტის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს, განაცხადა ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

„პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ ორი პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ, სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, რამდენიმე ხვალაც გაეწერება, და ახლა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. მივიღეთ ხუთი უარყოფითი პასუხი, სამს დაემატა 5, უკვე 8 არიან და ნელ-ნელა წამოვლენ გამოჯანმრთელებულები“, - განაცხადა ენდელაძემ „ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, „საოცარი სანახავი იყო, ის, როცა რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის პასუხები მიიღეს.“

22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 3 254 ადამიანია, კიდევ 233 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

121
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (618)