თბილისის ინფექციური საავადმყოფო

საქართველოს ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებულ 18 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

115
ხვალ ცნობილი გახდება ინფექციური საავადმყოფოების 13 პაციენტის პასუხები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 18 პაციენტის კვლევის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა, იუწყება პირველი არხი.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან რვას ჩაუტარდა ტესტირება და რვავესთან უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული, დღეს საღამოს აღებულია 6 პაციენტზე კვლევა, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა,მარინა ეზუგბაიამ. ამასთან, მისი თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებზე, სამი მათგანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს სამი მძიმე ავადმყოფი. ორი ქალბატონი შედარებით ასაკოვანი. ერთს აქვს თანარსებული დაავადება, ჰიპერტონული დაავადება, მეორეს რომელიც უფრო მაღალი ასაკით მაღალ რისკში გადის, მძიმე ნევრლოგიური დაავადება. ორივე პაციენტი მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან. კიდევ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ დაგვემატა. შუახანს გადაცილებული პირია, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის ანალიზების პასუხები უარყოფითია. კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტი შეიყვანეს. მათი პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.

 

რაც შეეხება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს, დღეს იქ ხუთი პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს, მათგანაც ყველა უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ხუთი მოქალაქე საკარანტინო სივრციდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს.

ამასთან, კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და როგორც კლინიკაში ამბობენ, მსუბუქი ფორმებით რესპირატორული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

ამასთან, აჭარაში, საკარანტინო სივრცეში 900 ადამიანზე მეტი რჩება.

115
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (736)