თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს

© Sputnik / STRINGERთვითიზოლაციის წესის დამრღვევთა დაკავება
თვითიზოლაციის წესის დამრღვევთა დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 180 ადამიანია გადაყვანილი.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 39 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.

მონიტორინგის დროს თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში.

უწყების ცნობით,  ყველა მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 180 ადამიანია გადაყვანილი.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება  მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

 

ყველა ახალი ამბავი
0