აფთიაქში

COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

121
(განახლებულია 13:59 21.03.2020)
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 17 პირი გადაიყვანეს კარანტინში, რადგან მათ თვითიზოლაციის პირობების დაცვის შესაძლებლობა არ აქვთ

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში - 266 ადამიანი იმყოფება, ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა - 47 პირი, კარანტინში კი - 29 ადამიანია, მათ შორის 17 პირი რეგიონიდან იქნა გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში, რადგან მათ თვითიზოლაციისთვის საჭირო პირობები არ გააჩნდათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში ქალაქების მიხედვით მდგომარეობა ასეთია:

ზუგდიდში - 47 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა - 20, კარანტინში რჩება 7 პირი.

აბაშაში - 28 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა - 6, კარანტინში რჩება - 2.

ფოთში - 51 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -1, კარანტინში - 6.

მესტიაში  - 2 პირია თვითიზოლაციაში, მოხსნილია - 4, კარანტინში - 2.

მარტვილში - 25 პირია თვითიზოლაციაში, მოხსნილი - 3, კარანტინში -1.

წალენჯიხაში - 35 პიროა თვითიზოლაციაშია, ზედამხედველობიდან მოიხსნა -4, კარანტინში - 2.

ჩხოროწყუში - 22 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნილია - 1, კარანტინშია - 6.

სენაკში - 31 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა - 3.  კარანტინშია -1.

ხობში - 25 პირია თვითიზოლაციაში,  მოიხსნა - 5, კარანტინშია - 1.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

ნიკა ლატარია

121
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (662)