სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

32
(განახლებულია 13:33 21.03.2020)
ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 21 მარტს ემთხვევა

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

„მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ! ყველამ ერთად დავამარცხოთ ვირუსი #დავრჩეთსახლში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 21 მარტს ემთხვევა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება.

ნოვრუზ–ბაირამი სახალხო დღესასწაულად 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გამოცხადდა.

 

32
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (116)