თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო ფოთიდან ორი პირი აჭარაში, კარანტინში გადაიყვანეს

© Sputnik / STRINGERთვითიზოლაციის წესის დამრღვევის დაკავება
თვითიზოლაციის წესის დამრღვევის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო ორი პირი აჭარაში, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მათ საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

„ეს ადამიანები არიან გერმანიიდან ჩამოსულები. ორი პიროვნება ერთი ოჯახიდან, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლაციის პირობები. ისინი გარეთ შენიშნა საპატრულო პოლიციამ, საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფმა კი გადაიყვანა ბათუმში, საკარანტინო სივრცეში“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მისი განცხადებით, აღნიშნული პირები 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რადგან თავს კარგად გრძნობენ, ჯანმრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 143 ადამიანია გადაყვანილი.

შსს-ის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

როდის დადგება COVID-19-ის პიკი: Forbes დახურული თათბირის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს >>

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ შემოღებულ რეგულაციებს.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

 

ყველა ახალი ამბავი
0