Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინა სუბლატი ფეხმძიმობას აღარ მალავს - როგორ გამოიყურება მომღერალი? - ფოტო

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინა სუბლამტმა სპონტანური გადაწყვეტილება მიიღო. კრეატიული შემსრულებელსა და კომპოზიტორ გიორგი შამანაურს სულ რამდენიმე თვეში შვილი ეყოლებათ. რამდენი თვის ორსულია ნინა და როგორ გამოიყურება ფეხმძიმობის პერიოდში?

პოპულარული მომღერალი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. მისი ცხოვრება საჯარო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ პერიოდში იყო, როდესაც ნინა სუბლატს ტატუ არტისტი „პიტო“ უყვარდა. არაორდინალური წყვილის გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევდა. ნინა სულაბერიძე კი, სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდებოდა.

წლების შემდეგ, „ევროვიზიაზე“ გამგზავრებამდე ნინამ გიორგი შამანაური გაიცნო. წყვილი რამდენიმე წელია დაწორწინდა. ახლა ულამაზესი წყვილი შვილის მოლოდინშია. ნინა 4 თვის ფეხმძიმეა. ამის შესახებ მან Facebook- ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. „ჰეშთეგით“ კი, ფეხმძიმობის თვე მიუთითა და თაყვანისმცემლები ახალი ინფორმაციით გაახარა.

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი დაოჯახებულია. მისი რჩეული ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაურია. ისინი ახალ სიმღერებზე ერთად მუშაობენ.

„შამანისა და ჯადოქრის შერწყმული შვილი“- წერს ნინა საკუთარ გვერდზე. მშვენიერ ცისფერთვალება მომღერალს მუცელი უკვე უჩანს. როგორც ყველა ორსული, ნინა სუბლატიც ულამაზესად გამოიყურება.

ყველა ახალი ამბავი
0