ფიროსმანი

„კარანტინი“ ფიროსმანის გმირებისთვის მხატვრის ხედვა

107
კორონავირუსის პანდემიის დროს კარანტინი და თვითიზოლაცია ადამიანებს ხანდახან შესანიშნავი და კრეატიული იდეებისკენ უბიძგებს

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა გადაწყვიტა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსთან ბრძოლაში და გამოაქვეყნა სურათების სერია სახელწოდებით „დარჩი სახლში“.

კოჩუაშვილის ნახატებში ახალიკორონავირუსის აფეთქების გამო თვითიზოლაციაში არიან დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გმირები. ისინი სახლში იმყოფებიან და არა მათთვის „სტანდარტულ“ გარემოში.

მაგალითად, ცნობილმა მარგარიტამ თავისი კაბის ნაცვლად შინაური კუბოკრული შარვალი ჩაიცვა და სახლშია თვითიზოლაციაში.

მეეზოვემ თავისი სამუშაო კოსტიუმი გაიხადა და საცვლებითა და სახლის ჩუსტებითაა, ხოლო მეთევზე თევზაობს – „ონლაინ“.

„დღეისათვის გვაქვს სიტუაცია, სადაც მთელი სამყარო ახალ რეჟიმზე გადაერთო, სხვადასხვა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დადგა, რაც კორონავირუსის „დამსახურებაა“, – განაცხადა ერთ–ერთ გამოცემასთან მხატვარმა.

დავით კოჩუაშვილი 23 წლის თვითნასწავლი მხატვარია, ასევე ტატუს ოსტატი. თავის ნამუშევრებზე ის მობილურ ტელეფონში მუშაობს. ხშირად ცნობილი მხატვრების საკუთარ ვერსიებს ქმნის. კოჩუაშვლი გარვეულ სტილში ან ჟანრში არ მუშაობს, მაგრამ ყველაზე ხშირად მის ნახატებში მაინც სიურეალიზმის მიმდინარეობა იკვეთება. გასულ წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა.

107
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)